ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს, შსს-ს ავტოპარკის განახლების ფარგლებში, სამინისტრომ 400-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 - მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს. ასევე მინდა გამოვყო, აბასთუმანი, სადაც პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობები არ იყო და მათი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები საქმიანობას სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებში შეუდგნენ. ასევე ახალი შენობა აშენდა კასპშიც.

საპოლიციო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საანგარიშო პერიოდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთიანი მომსახურების ცენტრის ბათუმის ფილიალი გაიხსნა, სადაც მოქალაქეები 50-მდე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სრულად გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობა. 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 - მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს