შს მინისტრი - სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და სამართალდარღვევების გამოვლენა

დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გარდა ამისა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხდება პირის იდენტიფიცირება და შესაბამის სამგზავრო დოკუმენტზე მოცემული ფოტოსურათის შედარება აღნიშნულ პირთან.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ფრონტექსის მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. ამასთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგად შეიქმნა და დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის მთავარი მიზანი საზღვრის მართვის კონტექსტში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა საქართველოდან გაძევებულ პირთა ანალიტიკური მოდული, რაც საზღვრის რისკის ანალიზის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს