საქართველოში ვიზიტით ნატო-სა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით ნატო-სა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (MMCC-E) დირექტორი იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ბრიგადის გენერალ, დოქტორ შტეფან კოვიცს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალი შტეფან კოვიცი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

MMCC-E ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება