შს მინისტრი - 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი ავტომობილებით, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ყველა მეხანძრე-მაშველი უმაღლესი სტანდარტის ცეცხლმედეგი ფორმით და შესაბამისი სპეცტექნიკით არის აღჭურვილი. გასულ წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და 4 მლნ ლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი.

რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერისთვის, საანგარიშო პერიოდში დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გადმოგვეცა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მეხანძრე-მაშველების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!