თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ იტყუება, თითქოს ოპოზიციამ რაღაც რეზოლუციას  მხარი არ დაუჭირა, ეს არ იყო რეზოლუცია - ხელისუფლების ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა

ეს რეზოლუცია არ იყო - „ოცნება“ იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს ევრონესტის დელეგაციის წევრებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას,

რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ შემუშავებულ საგანგებო რეზოლუციის პროექტს ოთხმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, დამატებით განმარტებას თავად ევრონესტის დელეგაციის წევრები გააკეთებენ.

"შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები მორიგ ჯერზე ავრცელებენ ტყუილს და დეზინფორმაციას. დამატებით განმარტებას თავად დელეგაციის წევრები გააკეთებენ: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია. ეს რეზოლუცია არ იყო. "ოცნება" იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს რაღაც რეზოლუციას არ დაუჭირეს მხარი ამ ადამიანებმა. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის პარტიის წევრები ყოველდღიურად დგამენ ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ საგანგებო რეზოლუციის პროექტი შემუშავდა, რომლის ინიცირებასაც ოპოზიციის ოთხმა წევრმა მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას მხარი არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის