ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარისკაცებმა ტერორისტების ლიკვიდაცია განახორციელეს და საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი ამოიღეს, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და აღჭურვილობისთვის ზიანის მიყენება თავიდან აიცილეს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300 პირი დაკითხეს და 160 მათგანი ისრაელში შემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება