გიორგი კაპანაძე - დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან, ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ფასები იმატებს - ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც ოქტომბერში უნდა დასრულდეს

დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან. ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ხოლო ფასები იმატებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის ოქტომბერში - ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოზიტიური ცვლილებებით.

„დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან. ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ხოლო ფასები იმატებს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლისთვის, მშობლებმა ემიგრაციაში 14 წლამდე ასაკის 13 058 არასრულწლოვანი წაიყვანეს. აქედან ერთ წლამდე ასაკის - 1231 ბავშვი; ერთიდან 4 წლამდე ასაკის - 3868; 5-დან 9 წლამდე ასაკის - 4262; 10-დან 14 წლამდე ასაკის კი - 3697.

ტოტალურ ემიგრაციაზე, ფასების გაორმაგებასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე, პასუხისმგებელია ივანიშვილის ხელისუფლება. ივანიშვილის ხელისუფლებამ გააღარიბა ქვეყანა, გაამდიდრა ელიტა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე, 800 ათასი ადამიანი გახადა იძულებული რომ ემიგრაციაში წასულიყო.

ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის ოქტომბერში - ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოზიტიური ცვლილებებით.

ცვლილებების შემდეგ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ემიგრანტები და ავაშენოთ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, სადაც იქნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი - ჩვენი ხალხისათვის“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო