სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს.

სემეკის ინფორმაციით, პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერმანენტულად გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას. ამ მიმართულებით, ცენტრმა დაფუძნებიდან დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა. ამჟამად, ვიწყებთ სრულად ახალ პროექტს ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსწავლეებისათვის. პროექტში ამ ეტაპზე ჩართული იქნება 5 საჯარო სკოლა. მომდევნო ეტაპზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სხვა ქალაქებისა და რეგიონის სკოლების ჩართვას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მათივე ცნობით, პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან დღემდე“ მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება