დენის შმიგალი - ევროკავშირში „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს

„ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

„ეს „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა შევინარჩუნოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მწარმოებლებს და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციის საფუძველი გავაძლიეროთ“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ასევე, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წინა დღეს, იგი ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ჯოზეფ ბორელთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და მასთან უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს