შს მინისტრი - საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, აქედან გამომდინარე იქმნება საცობი - ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს

საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა - ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა.

„2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა იყო 630 000, 2011 წელს იყო 785 000, დღეს, საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. ასევე მოტოტექნიკა, რაც არის ავარიის ერთ-ერთი ხშირი შემთხვევა, როდესაც გარდაცვალებით მთავრდება. 2011 წელს იყო დარეგისტრირებული 3 100 მოტოტექნიკა, დღეს კი 33 552 არის დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ცუდია, გარდაცვალების შემთხვევის ზრდა, თუმცა მანქანები მილიონით არის გაზრდილი და თითქმის 30 ათასით არის გაზრდილი მოტოტექნიკა. ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს. რეალურად ეს არის, რომ მანქანებმა ძალიან მოიმატა ქვეყანაში. აქედან გამომდინარეა საცობი და ავარიებიც იმატებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, რომ არა სიჩქარის კონტროლი და კამერების მონტაჟი, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მაჩვენებელთან შედარებით ორმაგი და სამმაგი იქნებოდა.

„ახსენეთ, რატომ დავაყენოთ კამერები, რატომ ვაკონტროლებთ სიჩქარეს და ასე შემდეგ. ეს რომ არ გავაკეთოთ, ორმაგი და სამმაგი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევები. იგივე გამკაცრებული ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. ვფიქრობ, მკაცრი უნდა იყოს. მხარს ვუჭერ, რომ უნდა გამკაცრებულიყო ამ მიმართულებით“,- აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება