„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე - Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

„აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

„საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს - ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება