გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის უფასო კვლევა ჩაუტარდათ

საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - საქართველო“ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით გლდანის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფასოდ ჩაუტარდათ, როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევას; თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია); თვალის ფსკერის დათვალიერებასა და დიაგნოსტიკას; ოფთალმოლოგის კონსულტაციასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას; სისხლში გლუკოზის განსაზღვრას; აგრეთვე ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს