უკრაინის წარმომადგენელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს, მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია

რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვიცი, რომ მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია, ქართული დელეგაციის გაერთიანებისთვის“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს