გიორგი შარაშიძე - „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა - თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება არის ერთადერთი სწორი გზა

10 - დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა - იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ აკმაყოფილებს მათ ორ მთავარ კრიტერიუმს: საარჩევნოდ ლენტის გაჭრას კალაძის მიერ და კორუფციით ფულის სწრაფად შოვნის შესაძლებლობას , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება არის ერთადერთი სწორი გზა.

„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.

10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმართველობის პირობებში მსგავსი მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელება შეუძლებელია! დიახ, შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ აკმაყოფილებს მათ ორ მთავარ კრიტერიუმს: საარჩევნოდ ლენტის გაჭრას კალაძის მიერ და კორუფციით ფულის სწრაფად შოვნის შესაძლებლობას.

„ქართული ოცნების“ კორუფციული მმართველობის სისტემა ცდილობს შექმნას აღქმა, რომ მსგავსი მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელება შეუძლებელია.

არადა, ამ პროექტის განხორციელება, მტკვარზე ხიდების მშენებლობასთან და რკინიგზის გატანასთან ერთად, ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარებისკენ გადადგმული ყველაზე შედეგიანი ნაბიჯი იქნება, შექმნის თბილისის ურბანული განვითარების არა კორუფციულ, არამედ რეალურ სტიმულებს და ათი ათასობით სამუშაო ადგილს, რაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, გლდანის, ლილოსა და რუსთავის მაცხოვრებლებს და ახალ ეკონომიკურ ენერგიას მიანიჭებს თბილისს, რუსთავს და მთელ საქართველოს. აი, რაზე ეუბნება „ქართული ოცნება“ უარს თბილისელებს, რუსთაველებსა და საქართველოს მოქალაქეებს.

თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება არის ერთადერთი სწორი გზა, რომ თბილისი-რუსთავის აგლომერაცია რეგიონული მასშტაბის მიზიდულობის ცენტრი და თანამედროვე მეგაპოლისი გახდეს - სწორედ, ეს იქნება ნამდვილი ევროპული კეთილდღეობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რაც ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა. ამ ამოცანას კი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აუცილებლად შევასრულებთ.

და ბოლოს, თბილისის მერს, ბატონ კალაძეს შევახსენებთ, რომ მარტო სკვერების გახსნა და კორუფციული სქემების დალაგება არ ნიშნავს ქალაქის განვითარებას და ქალაქს უნდა ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც თავის კომპეტენტურ გუნდთან ერთად ამბიციური და მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს და თბილისს ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქცევს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო