საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ნორბერტ ვაგნერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

საქართველოში იმყოფებიან ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (GACTC), ფინეთის თავდაცვის ძალების საერთაშორისო ცენტრისა (FINCENT) და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის (SWEDINT) ხელმძღვანელი პირები. ოთხივე საწვრთნელი ცენტრი JTEC-თან მჭიდროდ თანამშრომლობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. საწვრთნელი ცენტრების ხელმძღვანელი პირები კრწანისში JTEC-ის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან და საწვრთნელ ბაზებზე საველე სწავლებებს დააკვირდებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება