მამუკა მდინარაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებულ პროექტს.

„დეტალურად ვისაუბრეთ 9 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, კერძოდ, მისი განხორციელების გზებზე. ბევრი საერთო გამოვნახეთ მიდგომებს შორის, მათ შორის, თუნდაც გარკვეული ზომიერი, კონსერვატიული მიმართულებითაც საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ამ კუთხით ევროინტეგრაციის კურსთან თავსებადობაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს