ირაკლი კობახიძე - 4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ქალაქში ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, სპორტის სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური სპორტის სასახლეში UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად მივიდა.

პრემიერის თქმით, რუსთავი გამორჩეული ქალაქია, ღირსეული, ნიჭიერი ხალხით და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ილია თოფურიაა.

„მინდა მოგესალმოთ ძვირფასო რუსთაველებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სპორტული კომპლექსის გახსნა და მინდა მოგილოცოთ UFC-ის ქამარი, რომელიც დღეს რუსთავშია. 4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადოთ ილიას და მივულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება. რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული, ნიჭიერი ხალხით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღე, ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე.

სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბევრი თვალსაზრისით, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსთავში მრავალფუნქციური დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას მოემსახურება. დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მათივე ცნობით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო