ზურაბ ჯაფარიძე - 4-5 წელში, შანსი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი - „ალდეს“ აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, 2029 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ

სულ რაღაც 4-5 წელში, შანსი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი - „ალდეს“ აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, 2029 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, “ალდე” დღეს არის ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ჯგუფი და წლევანდელი არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, სიდიდით მეორე გახდეს.

„2030-ში შესაძლოა ევროკავშირი კიდევ ერთხელ (და შეიძლება ბოლოჯერ) გაფართოვდეს.

სულ რაღაც 4-5 წელში, შანსი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

ეს წუთია „ალდემ“ მიიღო საარჩევნო მანიფესტი წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომლითაც მომავალ წლებში „ალდეს“ წევრი პარტიებიდან გასულმა ევროპარლამენტარებმა უნდა იხელმძღვანელონ.

ჩვენი, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და უკრაინელების ინიციატივით ამ მანიფესტში ჩაიწერა, რომ „ალდეს“ აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს.

დამატებით, ჰოლანდიელებმა ჩაგვიწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

“ალდე” დღეს არის სიდიდით მესამე ჯგუფი ევროპარლამენტში. წლევანდელი არჩევნების შემდეგ, მაკრონის პარტიასთან ერთად, შესაძლოა, სიდიდით მეორე გახდეს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება