ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

მადლობას ვუხდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“სატელეფონო საუბარი მქონდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან.

მადლობას გიხდით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვისა და იდოეთის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობისთვის მრჩევლების დონეზე შეხვედრებში”, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ინდოეთის მონაწილეობა საინაუგურაციო მშვიდობის სამიტში, რომლის ჩატარებაც შვეიცარიაში არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, 20 მარტს გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს მომავალ კვირას ეწვევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს