ანა წითლიძე - საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მიიღო და მე ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რომელიც 2012 წლის შემდეგ მივიღეთ

საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მიიღო და მე ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რომელიც 2012 წლის შემდეგ მივიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო და დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„კოლეგებო, ძვირფასო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრებო.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის მიზანი იყო და არის მასში შემავალი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში ევრონესტის ქვეყნების დემოკრატიული განვითარება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

დღეს ევროპის მიზანი უნდა იყოს დემოკრატიის ხელშეწყობა და გავრცელება არა მხოლოდ ევრონესტში შემავალი ქვეყნებისთვის არამედ ყველგან.

2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მე ამით ვამაყობ, მაგრამ მე არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით რაც მივიღეთ 2012 წლის შემდეგ, კორუფცია, მასობრივი ემიგრაცია, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები. რუსეთის გავლენის გაზრდა ქვეყანაში“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება