ვახტანგ გომელაური - ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ძვირფასო ოპოზიციავ, თქვენც - ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია, ყველაფერს გავითვალისწინებთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დეპუტატებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, საქართველო ყველასია, ამიტომ მზად არის, ყველასთან დასხდეს და ისაუბროს და რაც სწორია, ყველაფერს გაითვალისწინებს.

„ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ძვირფასო ოპოზიციავ თქვენც, ასევე. დღეს ისე თუ ასე მაინც კონსტრუქციული გამოვიდა. შეიძლება, ვინც ტელევიზორს უყურებდა თქვას, რას ამბობს ეს კაცი, რამხელა ხმაური იყოო, თუმცა აქ ისეთები მაქვს ნანახი, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო დღეს, ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ყველას.

მესმის, რომ არის საკითხები, რაზეც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. რაღაცებზე ვკამათობთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება დაგვარწმუნოთ და გავაკეთოთო. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, თუნდაც იარაღის კანონის შესახებ შევხვდით ჯგუფებს, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ არ იყო ასე სწორი და მართლაც შევცვალეთ ჩვენივე დაწერილი კანონი, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, იქნება ეს საზღვარი თუ კრიმინალური პოლიცია, თუ გამოძიება. ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია ყველაფერს გავითვალისწინებთ.

მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს“,- განაცხადა გომელაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია