ალუდა ღუდუშაური - 12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას

12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს პოლიცია გახდა საქართველოს მოქალაქის მეგობარი - პოლიცია გახდა არა საკუთარი ხალხის მჩაგვრელი, არამედ ხალხის მეგობარი.

„დღეს მინისტრის ანგარიშში მოვისმინეთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ და მინდა გულისტკივილი გამოვთქვა, რომ ამ დარბაზში ოპონენტებისგან ისმოდა კითხვები, რომელსაც ამ ყველაფერთან საერთო არ ჰქონდა. სიცრუეს და ბოროტებას წერტილი ხომ უნდა დაესვას. დღეს ამ დარბაზში ოპონენტებისგან არ ისმოდა საკითხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო პრეროგატივაა. სულ ჩასაფრებულის პოზიციაა. აღარაფერს ვამბობ იმ ნიაღვარზე, რომელიც ცილისმწამებლური ხასიათის არის", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება