ირაკლი ბერაია - არცერთ დროში პოლიციელი, მესაზღვრე, მაშველი სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ისე დაფასებული და მხარდაჭერილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში

ქართული პოლიცია და მთლიანობაში უწყება, არის ქართული სახელმწიფოს სახე. მათი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არის ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობის, სიმტკიცის და სანდოობის მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

ირაკლი ბერაიამ უწყების მიერ 2023 წელს განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყების პროდუქტიული საქმიანობა არის გაზომვადი კონკრეტული ინდიკატორებით, მათ შორის, საერთაშორისო ინდექსებით, სადაც საქართველო უსწრებს ან თანაბარ დონეზეა ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან.

„იმ მანკიერი პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით „ნაცური" რეჟიმის პირობებში, დღეს პოლიცია არ იღებს ბრძანებებს გაუსწორდეს მშვიდობიან მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, არ იღებს ბრძანებებს დაარბიოს თავისუფალი მედია. დღეს, ქართული პოლიცია იცავს საზოგადოებას, მართლწესრიგს, გამოხატვის თავისუფლებას. მისი საქმიანობის მთავარ საფუძველს და პრინციპს წარმოადგენს კანონიერება, ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების, უფლებების პატივისცემა, დაცვა და რაც მთავარია, ჰუმანურობა. ქართული პოლიცია წარმატებით იცავს ქართულ დემოკრატიას ძალადობრივი გზით შერყევისგან, რასაც მუდმივად ცდილობენ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები და რაზეც მუდმივად საუბრობენ ამ დარბაზში მსხდომი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთები", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე.

„საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი განსაკუთრებით მადლიერი ვართ იმ ადამიანების, ვინც ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს, ვისთვისაც თანაბარია დღეც და ღამეც. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავინახოთ და დავაფასოთ მათი 24-საათიანი შრომა, ძალისხმევა. ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყების თითოეული თანამშრომლისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. არცერთ დროში პოლიციელი, მესაზღვრე, მაშველი სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ისე დაფასებული, მხარდაჭერილი და ზურგგამაგრებული, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში. სახელმწიფოს მათთვის და მათი ოჯახებისთვის არაფერი არ ენანება.

ვახტანგ გომელაური არის უწყების ღირსეული ხელმძღვანელი, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს როგორც უწყებაში, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების და სამართალდამცავ სისტემაში. ის არის მინისტრი, რომლის საკუთარ კაბინეტში ყოლას ისურვებდა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მთავრობის მეთაური", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება