შს მინისტრი - თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, სამინისტროს არ აქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩაატაროს, გამოკითხოს მოწმეები, რადგან გინტურის მკვლელობა მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„რა თქმა უნდა საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია. მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, ხალხი დავკითხოთ, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონტროლი ვერ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები არიან და საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ, სასტიკი მკვლელობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება