დავით მათიკაშვილი - მას შემდეგ, რაც სადისტური რეჟიმი დამარცხდა, შსს-ს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით, მას შემდეგ, რაც 2012 წელი დადგა და დამარცხდა სადისტური რეჟიმი, ხოლო რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა შეიცვალა დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით. მათ არავინ სთხოვს „ორ გვამს" მაღალი პრემიების სანაცვლოდ. შსს არავის ავალებს გააჩერონ მანქანა, გადმოიყვანონ მაღალჩინოსანი, თანამდებობის პირი, გააპანღურონ, გადაიღონ კადრები და ის გაუგზავნონ მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა პასუხისმგებლობით სავსეა.

როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დღეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ მოპყრობა ძირითადად სამართლიანია და იმ ძალის წარმომადგენლებისგან, რომელმაც სადისტური რეჟიმი შექმნეს, პოლიციელის მხრიდან რაღაც უხეშობაზე საუბარი პარადოქსია.

„მიჩქმალვის და „ორი გვამის" პოლიტიკა კი არ არის, არამედ კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული რეაგირების პოლიტიკაა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა და ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ საქმიანობას.

„დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ლაკმუსის ქაღალდივით დაინახა ის, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ქვეყნის პოლიტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რომელიც არის დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული, როცა შს მინისტრი ასრულებს თავის დანაპირებს და ყველაფერს ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ აცნობს საზოგადოებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო