ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსაუხრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე და მასში მეწარმე ქალების მოსაზრებების გათვალისწინებაზე.

„ვაგრძელებთ ქალების სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრას. დღეს, უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა მეწარმე ქალთა საბჭოსთან ამ ბოლო პერიოდში, რაც განპირობებულია იმით, რომ მრავალფეროვანი ბიზნეს წარმომადგენლობა აქვს ამ საბჭოს, ძალიან საინტერესო იდეები და მოსაზრებები აქვთ, რიგ გამოწვევებზე და პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ამ შეხვედრაზე შეგვეძლო კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად განგვეხილა როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა რიგი დარგობრივი მიმართულებებით და გაგვეთვალისწინებინა ამაში ქალი მეწარმეების და ბიზნესის მფლობელების მოსაზრებები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება