ირაკლი ქარსელაძე - 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო

როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მეტროსდგურების მშენებლობას უკავშირდება.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე საგზაო მშენებლობა.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია. მე არ ვარ რკინიგზის სპეციალისტი, მაგრამ თქვენ რაც ბრძანეთ, 15 მეტროსადგურის მშენებლობა, ეს ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო მშენებლობა. 2012 წლის შემდეგ 16 000 კილომეტრი გზა გვაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდევ არის გზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა