ჯეიკ სალივანი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება”, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო დახმარების, აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება “გადამწყვეტი სამხედრო განზომილებაა,” რათა ბრძოლის ველზე ეფექტიანად შეძლონ იმის კეთება, რაც სჭირდებათ.

“დაზვერვითი თანამშრომლობა გვაქვს, ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს, დიპლომატია გვაქვს, რომელსაც ერთად ვატარებთ, რათა დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვიმუშაოთ. ასე რომ, ეს აშშ-ს მთავრობის კომპლექსური, ყოველმხრივი და ერთობლივი მუშაობაა, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების საკვანძო პრიორიტეტად განსაზღვრა, რათა უკრაინამ არა მხოლოდ უბრალოდ გაიმარჯვოს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს”, - განაცხადა სალივანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება