ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინის დამარცხება დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

პუტინმა უნდა წააგოს - და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო „კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ შორს მსროლელები, რათა დავამარცხოთ პუტინი და არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიმტკიცესთან დაკავშირებული ეჭვი ამ შეშლილს ეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

"გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ერთობლივ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელიც უნდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება