კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

„მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან“, - წერს შმიგალი.

უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს