ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი - 200 მილიონ ევროზე მეტს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის.

„ეს ეხება არა მხოლოდ თავად თვითმფრინავს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას“, - აღნიშნულია ოლონგრენის განცხადებაში.

ნიდერლანდები ასევე 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს დრონებისთვის. კერძოდ, იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა. ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ.

”ეს დრონები უკვე გამოიყენება და კარგად წარმოაჩინეს თავი ბრძოლის ველზე”, - განაცხადა ოლონგრენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება