საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს პარიზის კონფერენციაზე PURE Meetings & Events გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

„კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში, შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან.

ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში ევროპის 600-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრეს ცენტი და ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება