რუსეთის თავდაცვის უწყება - ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებული Vampire-ის 10 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული RM-70 Vampire-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე RM-70 Vampire ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით. თავდაცვის სისტემებით ბელგოროდის ოლქში ათი რაკეტა ჰაერში განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და ქალაქში განგაშის სიგნალისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება