უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.

„21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია)“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, 21 მარტის ღამეს, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, კიევის დედაქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება