ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიღება გამართა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო ოპერატორები, ასევე მომავალი თაობის ჟურნალისტები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გარდა ამისა, აჩვენეს ომის პერიოდში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ მოწვეულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტიკის დღე დაფუძნდა, რასაც მთელი გულით გილოცავთ, წარმატებულები უნდა იყოთ და ჭეშმარიტების გამომმზეურებლები, რადგან თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული: ამ ქვეყნის განვითარება, წინსვლა, იმედი, შემართება და ასე შემდეგ. დღეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში ჩვენი მოწვევით გვესწრებიან საბრძოლო და სამხედრო მოქმედებებში მონაწილე ჩვენი ვეტერანები, ჟურნალისტები. მინდა უდიდესი მადლიერება და თანაგრძნობა გამოვხატო იმ ოჯახის მიმართ, ვისი ოჯახს წევრებიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ასევე, სტუდენტები და ვეტერანთა ოჯახის წევრები“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

სტუდენტმა მაია მაისურაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ თავისუფლება უსურვა.

„მინდა დიდი მადლობა გადაუხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ამ ღონისძიებისა და ჩვენი გახსენებისთვის. მსურს ომგამოვლილ და მომავალ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მივულოცო. ვისურვებდი, დროსთან ერთად მეტად თავისუფლები ვიყოთ. დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას!“-განაცხადა მაია მაისურაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტები არიან: ავთანდილ (კუკური) ადანაია, ხუტა ახალაია, დავით ბოლქვაძე, ზურაბ გაგუა, გულიკო გოდოლაძე, გრიგოლ დოლგოპოლოვი, ჯუმბერ ეზუხბაია, ალექსანდრა თათლა, ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი, ალექსანდრე კარაპეტიანი, ალექსანდრე კარტოზია, გურამ მგალობლიშვილი, გიორგი პოპუაშვილი, ფილიპ ჟელსი, პავლე ძიძიგური, გრიგოლ ჭანია, საშა (ალექსანდრე) ბერულავა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გარდა ამისა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ ჟურნალისტები: გიგა ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი და სტრანს ტორიმანსი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად 1993 წელს დააწესეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის