საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც შედგებოდა ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო ულოცავს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანოტარო სერვისების განვითარებაში.

დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება საშუალებას აძლევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგპროგრამების განხორციელებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება