დენის შმიგალი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 500 000 ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში 500 000 ადამიანის მობილიზება ჯერჯერობით საჭირო არ არის.

შმიგალმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეფასების თანახმად, ასეთი მასშტაბის მობილიზაცია საჭირო არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ როტაციას რომელიც ხდება ფრონტის ხაზზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს მიმდინარე წელს საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფისთვის, რაც უკრაინის ბიუჯეტს წლის პირველ ნახევარში „გადარჩენის საშუალებას აძლევს".

„უკრაინას, წლის მეორე ნახევარში, აშშ-ის დახმარების პაკეტის იმედი აქვს. გავაგრძელებთ ბრძოლას, თუ მივიღებთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან საარტილერიო ჭურვების, შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კუთხით“, - აღნიშნა შმიგალმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობამ ხელისუფლებას დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება შესთავაზა, მაგრამ საკითხი განხილვის პროცესში იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება