ხატია დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობაზე - ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს

ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

დეკანოიძის თქმით, მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს. ეს ძალიან მძიმეა და თუკი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად საქართველოს სტაბილურობას და განვითარებას, ეს არის ზუსტად რუსეთი. ამიტომ, ამ კონტექსტში რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ექსპანსიონისტური პოლიტიკა და განვითარებაა ამ ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც ჯერ კიდევ ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული რუსეთს და მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრები გამოაქვეყნა. როგორც ქაცარავა Facebook-ზე წერს, ვიდეო და ფოტო მასალა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მიაწოდეს, “სადაც ჩანს, რომ სამშენებლო პროცესი არ ჩერდება არც ერთი წუთით.” ქაცარავა აღნიშნავს, ადგილზე მუშაობენ რუსები და პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად ამზადებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს