ენტონი ბლინკენი - აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ, რეალურად, რეზოლუცია გვაქვს, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარვუდგინეთ. იგი მძევლების გათავისუფლებასთან ერთად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი გზავნილი, ძლიერი სიგნალი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის განმავლობაში, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო სამ რეზოლუციის პროექტს დაადო, რომელთაგან ორი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება