გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება - ასეთი ლოკაციები დედაქალაქში ბევრია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება.

ამასთან, როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება შეიმჩნევა, განსაკუთრებით, დედაქალაქში გვაქვს ასეთი ბევრი ლოკაცია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საკმაოდ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა უცვლელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატება არ ფიქსირდება“,-განაცხადა მარინა არაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს