ანა ბუჩუკური - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით - ნებისმიერი პროპაგანდა არის ცუდი, ხოლო ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კიდევ უფრო ცუდი

პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათი გუნდი ლგბტ პროპაგანდის თემაზე დაანონსებული კანონპროექტის განხილვაში აუცილებლად ჩაერთვება.

“განხილვის პროცესში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით. ნებისმიერი პროპაგანდა არის ცუდი, ხოლო ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კიდევ უფრო ცუდი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში მიმდინარე კვირას დაარეგისტრირებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება