გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - გრაივორონის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს დილით, ქალაქ ბელგოროდისა და ბელგოროდის რაიონის დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შემდეგ ბელგოროდის დაახლოებით 5 ათასი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, გრაივორონის მერმა, გენადი ბონდარევმა მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დროებით დატოვონ ტერიტორია.

"მივმართავ მათ, ვინც ტერიტორიაზე რჩება. ვითარება კვლავ დაძაბულია. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ ქალაქის ტერიტორია", - ნათქვამია მერის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება