პრემიერი - ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ - ის თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე

ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ - ის თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე, ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „იმ კამპანიებს, რომლებსაც ოპოზიცია ცესკო-ს წინააღმდეგ აწარმოებს, წარმატების შანსი არ აქვს“.

„გასაგებია რისთვისაც ემზადება ოპოზიცია. იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მწარედ. დღევანდელი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე - ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა. ამას უკავშირდება, ბუნებრივია, ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები. შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს