ირაკლი კობახიძე - როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია

როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ანტიჩინური კამპანია ხორციელდება.

კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„ასეთი კამპანიების მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. ჩვენ, შარშან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როცა ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება