„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, აღსანიშნავია, რომ საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები.

„მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია.

ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭო 11 წევრისგან შედგება. ასამბლეაზე, საქართველოსთან ერთად, საბჭოს წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.

ევროპის საფოსტო ასოციაცია PostEurop აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება