კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო რეპორტიორები დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოწვეულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, გულითადი მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„სტუმრებმა და მასპინძლებმა, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტები: ავთანდილ (კუკური) ადანაია, ხუტა ახალაია, დავით ბოლქვაძე, ზურაბ გაგუა, გულიკო გოდოლაძე, გრიგოლ დოლგოპოლოვი, ჯუმბერ ეზუხბაია, ალექსანდრა თათლა, ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი, ალექსანდრე კარაპეტიანი, ალექსანდრე კარტოზია, გურამ მგალობლიშვილი, გიორგი პოპუაშვილი, ფილიპ ჟელსი, პავლე ძიძიგური, გრიგოლ ჭანია, უგზო-უკვლოდ დაკარგული საშა (ალექსანდრე) ბერულავა.

2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები:

გიგა ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი, სტანს ტორიმანსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქართული ჟურნალისტიკის დღე, 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია