მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭომ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და გენერალური პროკურორის მონაწილეობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, მმართველმა კომიტეტმა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა.

„მმართველი კომიტეტის შეხვედრაში, სამართლის დარგების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და პროკურორებმა, რომელთაც სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. აღნიშნულის საფუძველზე, მმართველმა კომიტეტმა განსაზღვრა და დაამტკიცა ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის განმავლობაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და პროკურატურის ინიციატივით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და დღემდე საკოორდინაციო საბჭოს 11 შეხვედრა გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემური საკითხები, ბავშვის უფლებები (განცალკევების, წარმომადგენლობის) საკითხები, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა, საკანონმდებლო და პრაქტიკული საკითხები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან მიმართებაში, უზრუნველყოფის ღონისძიების პრობლემური საკითხები, სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და სხვა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება