ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ბელგია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინადადებას მიესალმება

ბელგია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინადადებას მიესალმება, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.

„ეს კარგი წინადადებაა. ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების გონივრულ გზას წარმოადგენს. იდეა, რომ თანხები, ძირითადად, იარაღის შესაძენად გამოიყოს, აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ალექსანდრ დე კრომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ლიდერებისგან ამ შეთავაზების შესახებ მხოლოდ დადებითი კომენტარები მოისმინა.

ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% უკრაინისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, იარაღის შესაძენად გამოიყენონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს