ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში - ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს - შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატო-ს შტაბ-ბინაში

ალიანსის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩემი ვიზიტი - ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია - იმის დასტურია, რომ ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მას საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი ღრმა პატივისცემა უკრაინელების სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რაც მათ გამოავლინეს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის გარეთ.

„ყოველდღიურად უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო თავსებადი ვხდებით. ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში“, - აღნიშნა რობ ბაუერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება