პარტია „ლელომ“ გორში რეგიონული ოფისი გახსნა

პარტია „ლელომ“, დღეს, გორში რეგიონული ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ცვლილებები კარზე მომდგარია.

„დღეს გავხსენით გორის რეგიონული ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს ძალიან მაგარი ქართველი კაცი, გელა შარვაშიძე. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უერთდება ჩვენ მოძრაობას. ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ცვლილებები არის კარზე მომდგარი, ყველას უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მაგრამ ამისათვის საჭიროა სითამამე, თავისუფლებისთვის ბრძოლა და უფლებების დაცვა“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ კი აღნიშნა, რომ რეგიონული ოფისი ქალაქში მნიშვნელოვანი ეპიცენტრი იქნება.

„დღეს გორში გავხსენით ახალი ოფისი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი წერტილი შიდა ქართლში იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ვითარება, გაუწიოს წინააღმდეგობა "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხასიათს, გადაწყვეტილებებს და პროპაგანდას. ამ ქალაქში ეს იქნება მნიშვნელოვანი ეპიცენტრი, რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში მიაწვდენს მთავარ, ძირითად მესიჯებს და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში დადებს მნიშვნელოვან კოალიციურ გამარჯვებას“, - აღნიშნა კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება